"მე პუტინს ვკითხე, აქ რა გესაქმება? გადადი ჩვენი გზიდან და საშუალება მოგვეცი სირიის რეჟიმის პირისპირ დავრჩეთ" - კვირის პალიტრა

"მე პუტინს ვკითხე, აქ რა გესაქმება? გადადი ჩვენი გზიდან და საშუალება მოგვეცი სირიის რეჟიმის პირისპირ დავრჩეთ"

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, მან სატელეფონო საუბრის დროს, ვლადიმერ პუტინს სთხოვა გვერდით გადგეს და თურქეთი სირიის რეჟიმის წინაშე მარტო დატოვოს.

"მე პუტინს ვკითხე: აქ რა გესაქმება? თუ შენ ბაზის გახსნა გინდა, გახსენი, მაგრამ ჩვენი გზიდან გადადი და საშუალება მოგვეცი სირიის რეჟიმის პირისპირ დავრჩეთ", - განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, სატელეფონო საუბარი ვლადმიერ პუტინსა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანს შორის გუშინ საღამოს შედგა. მხარეებმა იდლიბში არსებული ვითარება განიხილეს.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირაა სირიის იდლიბის პროვინციაში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. ორი დღის წინ, რუსეთის მხარდაჭერილი ასადის ძალების თავდასხმას 33 თურქი სამხედრო შეეწირა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის თურქეთის ჯარებმა სირიის ამბოხებულებთან ერთად მოახერხეს იდლიბის მნიშვნელოვანი პოზიციების დაკავება, თუმცა არსებულ ცნობებს არ ადასტურებენ რუსეთში.

"ინტერპრესნიუსი"