"ხელებს დავუმტვრევთ ყველა მოღალატეს" - კვირის პალიტრა

"ხელებს დავუმტვრევთ ყველა მოღალატეს"

ჩვენი დროშისკენ გამოწვდილ ყველა მოღალატურ ხელს დავამტვრევთ, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთის მიერ იდლიბში დაწყებული სამხედრო ოპერაციის - "გაზაფხულის ფარის" - კომენტირებისას განაცხადა.

"ჩვენი ოპერაციებით: "ევფრატის ფარი", "ზეთისხილის რტო", "მშვიდობის წყარო" და ახლა კი "მშვიდობის ფარით, ჩვენი დროშისკენ გამოწვდილ ყველა მოღალატურ ხელს დავამტვრევთ. დაე, ალაჰმა დაიცვას ჩვენი გმირები, რომლებიც ჩვენი დროშის დასაცავად იბრძვიან," - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

შეგახსენებთ, გუშინ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აქარმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ სირიის ჩრდილო-დასავლეთში სამხედრო ოპერაცია "გაზაფხულის ფარის" განხორციელება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"