"ჩვენ არავისთან ომს არ ვაპირებთ და ისეთ სიტუაციას ვქმნით, რომ ჩვენთან ომი თავშიც კი არავის მოუვიდეს" - კვირის პალიტრა

"ჩვენ არავისთან ომს არ ვაპირებთ და ისეთ სიტუაციას ვქმნით, რომ ჩვენთან ომი თავშიც კი არავის მოუვიდეს"

რუსეთი არავისთან ომს არ აპირებს და ქმნის ისეთ სიტუაციას თავდაცვაში, რომ სხვა ქვეყნებმა გულშიც რომ არ გაივლონ მოსკოვთან შეიარაღებული კონფლიქტი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, "ტასის" პროექტში "20 შეკითხვა ვლადიმერ პუტინს" - განაცხადა.

"ჩვენ არავისთან ვაპირებთ ომს, მაგრამ ვქმნით ისეთ სიტუაციას თავდაცვის სისტემაში, რომ ჩვენთან ომი თავშიც კი არავის მოუვიდეს", - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, პირველად ისტორიაში რუსეთმა შექმნა შეიარაღების ისეთი სისტემები, რომ სხვა ქვეყნები ცდილობენ მას "დაეწიონ". "ეს უნიკალური სიტუაციაა, აქამდე ასე არასდროს ყოფილა", - განაცხადა პუტინმა.

"ინტერპრესნიუსი"