"მოხსენი ეს წყეული სანქციები, რომ კორონავირუსთან გამკლავება შევძლოთ" - ირანი ტრამპს მიმართავს - კვირის პალიტრა

"მოხსენი ეს წყეული სანქციები, რომ კორონავირუსთან გამკლავება შევძლოთ" - ირანი ტრამპს მიმართავს

ირანი ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე აშშ-ს სთხოვს, სანქციები მოუხსნას. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ხესამედინ აშენამ დონალდ ტრამპს "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე მიმართა.

"დონალდ ტრამპ, ვერ ხვდები, რომ კორონავირუსი საერთაშორისო პრობლემაა? რაც მეტად გავრცელდება ის აქ, მეტად გავრცელდება იქაც. ნუ დაელოდები მოპატიჟებას, რომ დაგვეხმარო ვირუსის შეკავებაში, მოხსენი ეს დაწყევლილი სანქციები, რომ შევძლოთ მასთან გამკლავება",- წერს პრეზიდენტის მრჩეველი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ოფიციალური ცნობებით, ირანში კორონავირუსით 1000-მდე ადამიანია ინფიცირებული, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა. არაოფიციალური ცნობებით კი, ვითარება ქვეყანაში საგანგაშოა და დაღუპლთა და დაინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს მკვეთრად აღემატება.

"ინტერპრესნიუსი"