პუტინს სურს, კონსტიტუციაში ქორწინება კაცისა და ქალის კავშირად განისაზღვროს - კვირის პალიტრა

პუტინს სურს, კონსტიტუციაში ქორწინება კაცისა და ქალის კავშირად განისაზღვროს

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, სურს, ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით ქორწინება კაცსა და ქალს შორის კავშირად განისაზღვროს.

მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებულ შეთავაზებაში, რომელიც პუტინმა პარლამენტს უკვე წარუდგინა.

გარდა ამისა, 24-გვერდიანი დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოს სთავაზობს, რომ რუსეთში სახელმწიფო ენად რუსული ენა დაკანონდეს.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ "რუსეთის ფედერაცია, გაერთიანებული ათასწლიანი ისტორიით, ინარჩუნებს წინაპრების მოგონებებს, ასევე მათ მიერ გადმოცემულ იდეალებსა და ღვთის რწმენას."

გარდა ამისა, პუტინს სურს, რომ კონსტიტუციით რუსეთი საბჭოთა კავშირის მემკვიდრედ გამოცხადდეს.

"ინტერპრესნიუსი"