რომის პაპს კორონავირუსი არ დაუდგინდა - რას წერს უცხოური მედია? - კვირის პალიტრა

რომის პაპს კორონავირუსი არ დაუდგინდა - რას წერს უცხოური მედია?

რომის პაპს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ინფორმაციას "როიტერსი" იტალიურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პაპი გაციებულია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომის პაპი თავს შეუძლოდ გრძნობდა. პაპმა ფრანსისმა "მსუბუქი ავადმყოფობის" გამო დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა არ მიიღო, რის გამოც, მსოფლიო მედიაში გამოითქვა ვარაუდი, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა.

"ინტერპრესნიუსი"