ირანის პარლამენტის 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა
ირანის საკანონმდებლო ორგანოს 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პარლამენტის ვიცე-სპიკერ, აბდალრეზა მესრიზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დღეის მდგომარეობით, კორონავირუსზე ტესტის გავლის შემდეგ, 23 დეპუტატს ვირუსი დაუდგინდა", - აცხადებს მესრი.
კორონავირუსით ირანში უკვე ორი მაღალჩინოსანი დაიღუპა. ვირუსით არიან ინფიცირებული ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ვიცე-პრეზიდენტიც.
"ინტერპრესნიუსი"