იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებული 71 წლის მამაკაცი საავადმყოფოს იზოლირებული პალატიდან სახლში გაიპარა - კვირის პალიტრა

იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებული 71 წლის მამაკაცი საავადმყოფოს იზოლირებული პალატიდან სახლში გაიპარა

იტალიის ბერგამოს პროვინციის ქალაქ კომოში კორონავირუსით დაინფიცირებული 71 წლის მამაკაცი საავადმყოფოს იზოლირებული პალატიდან სახლში გაიპარა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.

მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინეს, საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

მედიის ინფორმაციით, იმის გამო, რომ თავი უკეთესად იგრძნო, ექიმების დილის შემოვლის შემდეგ, პირადი ნივთები მოაგროვა, ტაქსი გამოიძახა და საავადმყოფოდან გაიპარა.

"საავადმყოფოს მედპერსონალმა, როდესაც აღმოაჩინა, რომ პაციენტი გაუჩინარდა, პოლიცია გამოიძახა. კარაბინიერებმა ის საკუთარ სახლში იპოვეს და კვლავ საავადმყოფოში დააბრუნეს. მისი თქმით, შვილი ექიმი ჰყავს და რაიმე შემთხვევაში მისი დახმარების იმედი ჰქონდა.

პაციენტს ხელისუფლების დადგენილების შეუსრულებლობაში დასდეს ბრალი. თუმცა, უცნობია, რა სახის სასჯელი ემუქრება მას",-წერს მედია.

მომხდარის შედეგად, ტაქსის მძღოლი, რომელმაც პაციენტი სახლამდე მიიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"