ვინ გახდა უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი? - კვირის პალიტრა

ვინ გახდა უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი?

უკრაინის უმაღლესმა რადამ, რიგგარეშე სხდომაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დენის შმიგალი დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი 291-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პროცედურის თანახმად, ახალმა პრემიერ-მინისტრმა უმაღლეს რადას მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს.

საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრის კანდიდატურებს ქვეყნის პრეზიდენტი წარადგენს.

ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესმა რადამ დღეს, მიიღო დადგენილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ალექსეი გონჩარუკის გადადგომის შესახებ. გადაწყვეტილებას მხარი 411 დეპუტატიდან, 353-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შედეგად ითვლება, რომ გადამდგარია მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა.

"ინტერპრესნიუსი"