ცარიელი კაფე-ბარები, მუზეუმები, აეროპორტები... - რა ხდება მსოფლიოს დიდ ტურისტულ ქალაქებში? - კვირის პალიტრა

ცარიელი კაფე-ბარები, მუზეუმები, აეროპორტები... - რა ხდება მსოფლიოს დიდ ტურისტულ ქალაქებში?

ჩინეთში, ქალაქ უხანში გაჩენილი ახალი კორონავირუსი მსოფლიოსთვის უკვე მასშტაბურ საფრთხედ იქცა, საზოგადოება და მედია ვირუსის გავრცელებასა და დაინფიცირებულთა რაოდენობაზე განუწყვეტლივ საუბრობს. კორონავისური მოედო მსოფლიოს 86 ქვეყანას და ვირუსით დიდი რაოდენობით დაინფიცირებულთა რიცხვის გამო, საშიში ზონად გამოცხადდა იტალია, ირანი, სამხრეთ კორეა და ჩინეთი.

კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად, შეზღუდულია ავიამიმოსვლა რიგ ქვეყნებს შორის და გამკაცრებულია კონტროლი საზღვრებზე. დროებით დაიხურა მსოფლიოს ცნობილი მუზეუმები და თეატრები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.

ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 95 610 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 3287 ადამიანი და ვირუსი დაამარცხა 53 707 ადამიანმა. აღსანიშნავია, რომ გადარჩენილოთა რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება, თუმცა საფრთხე კვლავ არსებობს და მსოფლიო საზოგადოება ვირუსისგან თავის დაცვას მაქსიმალურად ცდილობს.

ამერიკულმა გამოცემა BuzzFeed News-მა გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც კორონავირუსის გამო ტურისტებისგან დაცარიელებულ ქალაქებს გამოხატავს.

ცარიელი ვენეცია, მას შემდეგ, რაც იტალიაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, 1-ლი მარტი

რომის კოლიზეუმის ცარიელი შესასვლელი, სადაც ტრადიციულად უზარმაზარი რიგებია ხოლმე, 2 მარტი

მურალს ადორნის მეტროს ცარიელი კედლები. იტალიის ქალაქი მილანი, 28 თებერვალი

ბეიჯინგის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრი მარტო მიუყვება სარეგისტრაციო სივრცეს, 3 მარტი

ნოი ბაის საერთაშორისო აეროპორტის ცარიელი შესასვლელი, ფოტო გადაღებულია კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ. ვიეტნამი, ჰანოი, 27 თებერვალი

ქალაქ ჰანკონის მატარებლის ცარიელი სკამები, იაპონია, 3 მარტი

ჩინეთში მცხოვრები, ტაივანის მოქალქე გამჭვირვალე პოლიეთილენით ცდილობს გამოყოს მანქანის წინა და უკანა სავარძლები

ნიშანი ტოკიოში, სანრიო პუროლანდის პარკის შესასვლელთან, რომელიც მოსახლეობას პარკის დაკეტვის თარიღებსა და მის მიზეზს აუწყებს, 27 თებერვალი

მულტფილმის გმირების ფორმაში გამოწყობილი, სიამის აკვაპარკის პერსონალი, 3 მარტი

სიამის ცარიელ აკვაპარკში მაშველი საცურაო აუზთან ელოდება დამსვენებლებს, ბანგკოკი, 3 მარტი

ფეხბურთელები ცარიელ სტადიონზე, მილანი, 27 თებერვალი

ქალაქ ნაგოიაში ბეისბოლის თამაშზე გუნდ "ჩუნიჩის დრაგონსის" ფანკლუბის წევრი ცარიელ სტადიონზე, იაპონია 29 თებერვალი

შეჯიბრი ცარიელ იპოდრომზე ჰონგკონგი, 1 მარტი

ჯიმბარანის სანაპიროს ცარიელი კაფე-ბარები კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ბალი, 3 მარტი

ცარიელი შეზლოგნები, ლა კალეტას სანაპიროზე, კანარის კუნძულები, ტენერიფე, 27 თებერვალი

ნიშანი უხსნის დამსვენებლევს, რომ მუზეუმი ლუვრი დაკეტილია კორონავირუსის გამო და ადმინისტრაციან ბოდიშს იხდის გაუგებრობისთვის, 2 მარტი

მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო გამოფენის მთავარი შესასვლელი ბარსელონაში, გამოფენა გაუქმნდა კორონავირუსის გავრცელების გამო, 13 თებერვალი

ახალგაზრდა კაცი ცარიელი კაფე-ბარის შესასვლელთან, 2 მარტი

ცარიელი რესტორანი ტარიშის ბაზარში, ირანის დედაქალაქ თეირანში, 29 თებერვალი

რესტორნის თანამშრომლები ამაოდ ელიან კლიენტებს ცარიელ ქუჩებში, სინგაპური, 3 მარტი

(სპეციალურად საიტისთვის)