კორონავირუსის საფრთხით გამოწვეული "პანიკური შოპინგი" მსოფლიოს ქალაქებში და დაცარიელებული დახლები - კვირის პალიტრა

კორონავირუსის საფრთხით გამოწვეული "პანიკური შოპინგი" მსოფლიოს ქალაქებში და დაცარიელებული დახლები

კორონავისრუსის გავრცელების არეალი იზრდება, თუმცა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც მატულობს. დღეის მონაცემებით, ვირუსი გავრცელებულია 90-ზე მეტ ქვეყანაში, თუმცა მასშტაბური გავრცელების წითელ ზონაში შეყვანილია 4 ქვეყანა:  ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და ირანი.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსით გამოწვეული დაავადება პაციენტთა 80%-ის შემთხვევაში მსუბუქად და ზედმეტი გართულებების გარეშე მიმდინარეობს, მისი მასშტაბური გავრცელება შეშფოთების საფუძველს აჩენს. დაცარიელდა ტურისტული ქალაქები, დაიკეტა მსოფლიოში ცნობილი მუზეუმები და თეატრები, რიგ ქალაქებში კი პანიკაც იგრძნობა, რაც კარგად გამოჩნდა სუპერმარკეტების დაცარიელებული დახლებით... სპეციალისტები უპირველესად გვირჩევენ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ასე უკეთესად გავუმკლავდებით ვირუსის შემოტევას.

უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ ფოტოებს, რომელზეც ასახულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში "პანიკური შოპინგის" ამსახველი ფოტოები.

ნიუ-იორკი, 1-ლი მარტი.

მოქალაქეები პირბადეების რიგში, სამხრეთ კორეა, 27 თებერვალი.

დარჩენილი წყლის მარაგი სუპერმარკეტში, ჰანაუ, გერმანია, 2 მარტი.

ხილ-ბოსტნეულის დაცარიელებული განყოფილება, ჰანაუ, გერმანია, 2 მარტი.

ცარიელი თაროები, პიოლტელო, მილანთან ახლოს დასახლება, იტალია, 24 თებერვალი

დაცარიელებული დახლები, მილანი, იტალია 4 მარტი

იაპონიის მაცხოვრებელი უყურებს წარწერას სუპერმარკეტთან, სადაც წერია, რომ აღნიშნული პროდუქტები მთლიანად გაყიდულია, ტოკიო, იაპონია, 28 თებრერვალი.

ხალხი ყიდულობს, წყალს, საკვებსა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, კალიფორნია, ლოს ანჯელესი, 29 თებერვალი.

სახლისკენ მიმავალი, პროდუქტებით დატვირთული მაცხოვრებელი, კალიფორნია, ლოს ანჯელესი, 29 თებერვალი

"ქოლის" სურეპერმარკეტი, კანბერა, ავსტრალია, 2 მარტი.

ცარიელი თაროები მაკქუარის ცენტრში, ავსტრალია, 2 მარტი.

დაცარიელებული "ტესკოს" მაღაზია, დიდი ბრიტანეთი, 4 მარტი.

ბარიკადები მაღაზიის შესასვლელთან, ხალხის დიდი ნაკადის შესაკავებლად, ჰონკ ონგი, ჩინეთი.

ქალი დამცავი ნიღბითა და ხელთათმანებით ყიდულობს საკვებს ცარიელი თარიოების გასწვრივ, ჰონგ კონგი, ჩინეთი, 13 თებერვალი.

პარიზი, საფრანგეთი, 2 მარტი.

სუპერმარკეტი სინგაპურში.

დაცარიელებული მაღაზია სიდნეიში, 4 მარტი,

ლოს ანჯელესი კალიფორნია, 29 თებერვალი

იხილეთ ასევე: ცარიელი კაფე-ბარები, მუზეუმები, აეროპორტები... - რა ხდება მსოფლიოს დიდ ტურისტულ ქალაქებში?

(სპეციალურად საიტისთვის)