იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერს კორონავირუსი დაუდგინდა - კვირის პალიტრა

იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერს კორონავირუსი დაუდგინდა

იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ თავად ნიკოლა ზინგარეტიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

"ექიმებმა მითხრეს, რომ კორონავირუსი მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ და რამდენიმე დღე სახლში დავრჩები. აქედან გავაგრძელებ საჭირო საკითხებზე მუშაობას",-წერს ზინგერეტი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსის 4600-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულთა რაოდენობამ კი 200-ს მიაღწია.

"ინტერპრესნიუსი"