ჩინეთში სასტუმროს შენობა ჩამოინგრა, სადაც ათობით ადამიანი კარანტინში იმყოფებოდა - კვირის პალიტრა

ჩინეთში სასტუმროს შენობა ჩამოინგრა, სადაც ათობით ადამიანი კარანტინში იმყოფებოდა

ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში 5 სართულიანი სასტუმრო ჩამოინგრა, სადაც ათობით პირი კარანტინს გადიოდა. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, ამ დროისთვის მაშველებმა დაახლოებით 30 ადამიანის ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს.

ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.