ირანში, კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით მიღებული ჭარბი ალკოჰოლის გამო, ინტოქსიკაციით 16 პირი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ირანში, კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით მიღებული ჭარბი ალკოჰოლის გამო, ინტოქსიკაციით 16 პირი დაიღუპა

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო დღეებში ალკოჰოლური მოწამვლით 16 პირი დაიღუპა. გავრცელებული ცნობებით, აღნიშნული პირები ცდილობდნენ ალკოჰოლის ჭარბი მიღებით კორონავირუსისგან თავი დაეცვათ.

ირანის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს არ დაუჯერონ გავრცელებულ ჭორებს ინტერნეტში, რომ ალკოჰოლური სასმელები კორონავირუსის ინფექციისგან ადამიანს იცავს. მათი თქმით, ზოგიერთი საშუალება მხოლოდ ნივთების დეზინფექციისთვის გამოიყენება.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალურად 6500 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს მიაღწია.

"ინტერპრესნიუსი"