ირანში 70 000 პატიმარი ციხეებიდან დროებით გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

ირანში 70 000 პატიმარი ციხეებიდან დროებით გაათავისუფლეს

ირანში 70 000 პატიმარი ციხეებიდან დროებით გაათავისუფლეს. ინფორმაციას "როიტერსი" აქვეყნებს. ქვეყნის სასამართლო სისტემის უფროსის, იბრაჰიმ რაისის თქმით, პატიმრების დროებითი გათავისუფლება კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში მოხდა.

ირანელ მაღალჩინოსანს არ დაუკონკრეტებია, როდის უნდა დაუბრუნდნენ აღნიშნული პირები ციხეებს.

ამასთან, ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, ირანული ახალი წლის პერიოდში, რომელიც 20 მარტსაა, თავი შეიკავონ მოგზაურობებისგან და სახლში დარჩნენ.

ცნობისთვის, ბოლო ინფორმაციით, ირანში სულ კორონავირუსის 7 161 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 235-ს გადააჭარბა.