გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულია ორი ადამიანი - კვირის პალიტრა

გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულია ორი ადამიანი

გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დადასტურდა. დაღუპულია ორი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი წერს.

როგორც გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა: "შოკირებულია, როდესაც შეიტყვეს ორი გარდაცვალების შესახებ".

"ამ რთულ დროს ოჯახებს სიძლიერეს ვისურვებ. მსხვერპლმა გვაჩვენა, რომ სიტუაცია ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ", - დასძინა მან.

ცნობისთვის, კვირას ეგვიპტემ დაადასტურა გერმანიის მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ეგვიპტის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, გერმანიის მოქალაქე ჰურგადაზე ისვენებდა.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, გერმანიაში კორონავირუსზე დადებითი 1,112 ადამიანის ტესტმა აჩვენა.

"ინტერპრესნიუსი"