თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთმა კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი თურქეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მამაკაცი პაციენტის კონტაქტი ევროპას უკავშირდება და ის იზოლაციაში იმყოფებოდა.

"მისი ოჯახის წევრები და კონტაქტები მონიტორინგის ქვეშ არის.გთხოვთ, არ იმოგზაუროთ საზღვარგარეთ, თუ ეს აუცილებლობიდან არ გამომდინარეობს. მათ კი ვინც, ჩამოდის საზღვარგარეთიდან, გთხოვთ დაიცვათ თვითიზოლაცია", - აცხადებს მინისტრი.

მისივე განცხადებით, სამედიცინო პერსონალმა და საავადმყოფოებმა სიფრთხილის ზომები მიიღეს.