ნიკოლ ფაშინიანს და მის მეუღლეს კორონავირუსი არ დაუდგინდათ - კვირის პალიტრა

ნიკოლ ფაშინიანს და მის მეუღლეს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და მის მეუღლეს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ამის შესახებ თავად ნიკოლ ფაშინიანმა "ფეისბუქით" ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ცოტა ხნის წინ ბრაზილიაში იმყოფებოდა, სადაც ბრაზილიის პრეზიდენტის ცოლთან გამართა შეხვედრა.

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინეს. მოგვიანებით მან ეს ამბები უარყო, მაგრამ მე და ანა გავდივართ ტესტირებას მაინც, ინფექციის გამორიცხვის მიზნით", - განაცხადა პრემიერ - მინისტრმა და აღნიშნა.