დონალდ ტრამპს, კორონავირუსი არ დაუდგინდა - რას აცხადებს პრეზიდენტის პირადი ექიმი? - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპს, კორონავირუსი არ დაუდგინდა - რას აცხადებს პრეზიდენტის პირადი ექიმი?

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, კორონავირუსი არ დაუდგინდა, - ამის შესახებ პრეზიდენტის პირადმა ექიმმა შონ კონლიმ განაცხადა.

მისივე თმით, პრეზიდენტის მიერ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი შაბათს მიიღეს და ის უარყოფითია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტესტი მას შემდეგ ჩაიტარა, რაც ბრაზილიის დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, რომელსაც მან გასულ კვირას უმასპინძლა, კორონავირუსი აღმოაჩნდა.

"ინტერპრესნიუსი"