ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე კორონავირუსით დაინფიცირდა - კვირის პალიტრა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე კორონავირუსით დაინფიცირდა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის მეუღლეს, ბეგონა გომეზს, კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ და ლა მონკლოს რეზიდენციაში რჩებიან“", - აცხადებენ მთავრობაში.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდნობა 191-მდე გაიზარდა. ქვეყანაში მოქალაქეებს სახლების დატოვება ეკრძალებათ გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი მედიკამენტებისა და საჭირო მარაგის საყიდლად გადიან.

"ინტერპრესნიუსი"