თურქეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

თურქეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

თურქეთში ახალი კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "სი-ენ-ენი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს თურქეთში ერთ დღეში კორონავირუსის შემთხვევების მატების ყველაზე დიდი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტებიდან 7 ქვეყანაში ევროპის ქვეყნებიდან ჩავიდა, 3 აშშ-დან, 2 შემთხვევა კი მანამდე დაფიქსირებულ შემთხვევებთანაა დაკავშირებული.