ტრამპი: "გემრიელად მიირთვით, მოდუნდით, იმიტომ რომ ყველაფერი უხვადაა" - კვირის პალიტრა

ტრამპი: "გემრიელად მიირთვით, მოდუნდით, იმიტომ რომ ყველაფერი უხვადაა"

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქალაქეებს სიშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საკვების მომარაგების საჭიროება არ არსებობს.

"გემრიელად მიირთვით, მოდუნდით, იმიტომ რომ ყველაფერი უხვადაა. არ გჭირდებათ დიდი რაოდენობით ყიდვა, ყველაფერი ნამდვილად კარგადაა,"- განაცხადა დონალდ ტრამპმა სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 65-ს, დაინფიცირებულთა კი - 3 400-ს მიაღწია.