სომხეთსა და აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა - კვირის პალიტრა

სომხეთსა და აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა

სომხეთსა და აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. სომხეთში დარეგისტრირებულმა შემთხვევებმა 30-ს მიაღწია, ხოლო აზერბაიჯანში ბოლო დღის მანძილზე კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში 18-ს მიაღწია.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა აზერბაიჯანში 4 დღის წინ დაფიქსირდა.

"ინტერპრესნიუსი"