ირანის პრეზიდენტი: "ჩვენ ვირუსის პიკი გადავლახეთ" - კვირის პალიტრა

ირანის პრეზიდენტი: "ჩვენ ვირუსის პიკი გადავლახეთ"

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, ირანმა კორონავირუსის პიკი გადალახა. ინფორმაციას სააგენტო "მეჰრი" ავრცელებს.

"ციფრებით რომ ვიმსჯელოთ, ჩვენ ვირუსის პიკი გადავლახეთ, მაგრამ მაინც მინდა ვურჩიო ხალხს, დარჩნენ სახლში და დაიცვან სამედიცინო პროტოკოლები",- აღნიშნა როუჰანიმ.

ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით ირანში კორონავირუსის 14 991 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაღუპულთა რაოდენობამ კი 853-ს მიაღწია.