სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა - კვირის პალიტრა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 21-ით გაიზარდა და 51-ს მიაღწია. ამის შესახებ "ფეისბუქ" ლაივში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა. "ჩვენ დღეს 105 ტესტი ავიღეთ. 12 შემთხვევა ეჩიმიაძინს უკავშირდება",-განაცხადა ტოროსიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

"ინტერპრესნიუსი"