პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა - კვირის პალიტრა

პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრს, მიხალ ვოსს კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მინისტრი სოციალურ ქსელ"ტვიტერში" ავრცელებს.

"თავს კარგად ვგრძნობ და სოლიდარობას ვუცხადებ ყველას, ვინც ავადაა," - წერს ვოსი.

ბოლო მონაცემებით, პოლონეთში კორონავირუსის 156 შემთხვევაა დადასტურებული. დაღუპულთა რაოდენობა კი სამია.