იტალიაში კორონავირუსის ახალი ვაქცინის ცხოველებზე გამოცდა იწყება - კვირის პალიტრა

იტალიაში კორონავირუსის ახალი ვაქცინის ცხოველებზე გამოცდა იწყება

მიმდინარე კვირის განმავლობაში, იტალიაში, ცხოველებზე ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა დაიწყება. ამის შესახებ სააგენტო "ანსა" იუწყება, რომლის ინფორმაციით, ვაქცინა კომპანია "Takis"-ის მიერ არის შემუშავებული და მისი ტესტირების უფლება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღო.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი გამოცდა იქნება ევროპაში.

მისი წარმატების შემთხვევაში, ვაქცინის გამოცდას ადამიანებზე დაიწყებენ.

"ინტერპრესნიუსი"