იტალიაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იკლებს - რამდენით გაიზარდა იტალიაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - კვირის პალიტრა

იტალიაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იკლებს - რამდენით გაიზარდა იტალიაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

იტალიაში კორონავირუსის შედეგად დაღუპუთა რაოდენობა იკლებს. ცოტა ხნის წინ განახლებული მონაცემების მიხედვით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 602 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე მონაცემებით, შემცირებულია დაინფიცირების რაოდენობაც. ახალი დაინფიცირებულების რაოდენობა 4790 ადამიანია.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6078 შეადგინა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 408 ადამიანით გაიზარდა და 7432 შეადგინა.

ამ დროისთვის, მთლიანად დაინფიცირებულთა რაოდენობა იტალიაში 63 928 ადამიანია.

"ინტერპრესნიუსი"