სასუნთქი აპარატი დაუთმო ახალგაზრდას, რომელსაც არც კი იცნობდა - მღვდელმსახურის გმირობის მაგალითი იტალიიდან - კვირის პალიტრა

სასუნთქი აპარატი დაუთმო ახალგაზრდას, რომელსაც არც კი იცნობდა - მღვდელმსახურის გმირობის მაგალითი იტალიიდან

იტალიაში, მღვდელმსახური კორონავირუსის ინფექციით მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სასუნთქი აპარატი მასზე ახალგაზრდა პაცინეტს დაუთმო.

დონ ჯუზეპე ბერარდელი 72 წლის მღვდელმსახური იყო ბერგამოდან, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით დასნებოვნდა. როგორც იტალიური პრესა წერს, მის სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრებოდა მანამ, ვიდრე სასუნთქი აპარატი ახალგაზრდას არ დაუთმო, რომლსაც ასევე უკიდურესად გაუმწვავდა ინფექცია. დაუთმო ადამიანს, რომლსაც არც კი იცნობდა. აღსანიშნავია, რომ ეს აპარატი კონკრეტულად მისთვის იყიდა მისმა მრევლმა.

"დონ ჯუზეპე გადაიცვალა, როგორც ღირსეული ღვთისმსახური. შეძრული ვარ იმ ფაქტით, რომ მან სიცოცხლე სხვისთვის დათმო", - განაცხადა ერთ-ერთმა მედმუშაკმა იტალიურ გამოცემასთან. სულ ცოტა 30 ღვთისმსახური დიღუპა იტალიაში კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გამო, მათგან 6 ბერგამოს ეპარქიაში. წყარო

იხილეთ ასევე: "ჩვენ ბედის ანაბარა ვართ მიდგებული და დახმარებას არ უნდა დაველოდოთ" - რას წერს აფხაზი ექიმი ზურაბ აჩბა?