უდიდესი ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში ცხოველები გამოჩდნენ - რას წერს უცხოური მედია? - კვირის პალიტრა

უდიდესი ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში ცხოველები გამოჩდნენ - რას წერს უცხოური მედია?

იაპონიის უძველეს ქალაქ ნარაში, ქუჩებში ადამიანების ნაცვლად ცხოველები გამოჩდნენ,- ამის შესახებ "ესოშიეთიდ პრესი" წერს.

მაშინ, როცა უძველეს დედაქალაქში ყველა ღირშესანიშნაობა დახურულია, ცხოველები გზებზე გადაადგილდებიან.

"გარდიანი" ავრცელებს ასევე კადრებს, როგორ გადაადგილდებიან ენოტები პანამის სან ფილიპეს დაცარიელებულ სანაპიროებზე და ველური ინდაურების ჯგუფები კალიფორნიაში.

გარეული ღორები შენიშნეს ესპანეთის რამდენიმე ქალაქშიც, მათ შორის ბარსელონაში. ტაილანდის მიტოვებულ ქუჩებში კი მაიმუნები გამოჩდნენ.

ცნობისთვის, კორონავირუსის სწრაფად გავრცელების შეჩერების გამო, მსოფლიოს ათასობით ქალაქი სრულ კარანტინშია მოქცეული. ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 382 005 შემთხვევაა აღრიცხული.