თურქეთში კორონავირუსით დაღუპულთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა - კვირის პალიტრა

თურქეთში კორონავირუსით დაღუპულთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

თურქეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 37-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჯა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაინფიცირებულთა რაოდენობა 293-ით გაიზარდა და ჯამში, დადასასტურებული შემთხვევების რიცხვმა 1 529-ს მიაღწია.

ფაჰრეთინ კოჯამ ახალგაზრდებს შინ დარჩენისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, დაინფიცრებისგან დაზღვეულები არც ისინი არიან.

"გაუფრთხილდით სიცოცხლეს, მოერიდეთ სარისკო ადგილებს, ნუ წაიღებთ რისკს სახლში. დარჩით შინ," - წერს ჯანდაცვის მინისტრი.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტი 20 000 ადამიანს ჩაუტარდა.

"ინტერპრესნიუსი"