"ახლა გამარჯვების სიმღერის დრო არ არის, მაგრამ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - რას ამბობს ლომბარდიის ჯანდაცვის მეთაური - კვირის პალიტრა

"ახლა გამარჯვების სიმღერის დრო არ არის, მაგრამ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - რას ამბობს ლომბარდიის ჯანდაცვის მეთაური

მედიის ინფორმაციით, ორი დღის მანძილზე იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის და დაღუპულების კლებამ ქვეყანას მცირედი შვება მოჰგვარა. ლომბარდიის რეგიონის ჯანდაცვის მეთაურის თქმით, დღეს პირველი პოზიტიური დღეა ბოლო თვის მანძილზე.

"დღეს ალბათ ყველაზე პოზიტიური დღეა ამ რთული თვის მანძილზე. ახლა გამარჯვების სიმღერის დრო არ არის, მაგრამ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა",-აცხადებს ჯულიო გალერა.

ცნობისთვის, გუშინ და გუშინწინ იტალიაში კორონავირუსით დღიური ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებლებმა კლება აჩვენა.