"ადამიანის სიცოცხლეს დოლარებში ვერ შევაფასებ. მე, ისევე როგორც თქვენ, გადასაგდები დედა არ მყავს" - კვირის პალიტრა

"ადამიანის სიცოცხლეს დოლარებში ვერ შევაფასებ. მე, ისევე როგორც თქვენ, გადასაგდები დედა არ მყავს"

პიკი უფრო მაღალია, ვიდრე გვეგონა და იმაზე მალე მივაღწევთ, ვიდრე ვფიქრობდით, კორონავრუსი ჩქაროსნული მატარებელივით ვრცელდება,- ამის შესახებ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ ქუომომ განაცხადა.

მისივე თქმით, ფედერალური მთავრობა კრიზისთან გასამკლავებლად საჭირო რაოდენობის დამცავ აღჭურვილობას არ აგზავნის.

"ჩვენ გვჭირდება ფედერალური მთავრობის დახმარება და გვჭირდება ახლავე. ნიუ-იორკი არის აირწინაღი ქვანახშირის მაღაროში, ის რაც ახლა ჩვენთან ხდება, მოხდება კალიფორნიასა და ილინოისშიც, ეს უბრალოდ დროის ამბავია,"- განაცხადა ენდრიუ ქუომომ.

მისივე თქმით, ფედერალურმა მთავრობამ შტატს, სადაც 26 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული მხოლოდ 400 სასუნთქი აპარატი გაუგზავნა. ჯამში კი ნიუ-იორკს 7 000 სასუნთქი აპარატი აქვს, თუმცა 30 000 სჭირდება.

"ადამიანის სიცოცხლეს დოლარებში ვერ შევაფასებ. მე, ისევე როგორც თქვენ, გადასაგდები დედა არ მყავს,"- განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა.

ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის 26 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 210-ია.

"ინტერპრესნიუსი"