"კორონავირუსი მოვიდა, მაგრამ ჩვენ ის დავაშინეთ და მალე ჩაივლის" - კვირის პალიტრა

"კორონავირუსი მოვიდა, მაგრამ ჩვენ ის დავაშინეთ და მალე ჩაივლის"

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ მედიას კორონავირუსთან დაკავშირებით "ისტერიისა და შიშის" გაღვივებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "სი-ენ-ენი" ავრცელებს.

"რასაც მსოფლიოში ვხედავთ, ისაა, რომ რისკ ჯგუფს 60 წლის ზემოთ პირები განეკუთვნებიან და რატომ იხურება სკოლები?"- განაცხადა ბოლსონარუმ სატელევიზიო მიმართვის დროს.

მისივე თქმით, ვირუსი მალე გადაივლის და აუცილებელია სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

"ვირუსი მოვიდა, მაგრამ ჩვენ ის დავაშინეთ და მალე ჩაივლის. ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ და სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ,"- განაცხადა ბოლსონარუმ.

ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსის 2 201 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 46-ია.

"ინტერპრესნიუსი"