"ბევრს კორონავირუსი კატასტროფა ჰგონია, მე მირჩევნია ის დავინახო, როგორც..." - რას ვარაუდობს მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი
"ბევრს კორონავირუსი კატასტროფა ჰგონია, მე მირჩევნია ის დავინახო, როგორც..." - რას ვარაუდობს მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი
Microsoft-ის დამფუძნებელმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ბილ გეითსმა პროგრამა TED Connects-ის მეშვეობით კორონავირუსთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოხატა.

გეითსის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებამ პანდემიასთან დაკავშირებით სერიოზული შეცდომა დაუშვა და ქვეყანას გადამჭრელი ზომები ჯერ კიდევ იანვარში უნდა მიეღო. მისი აზრით, ვირუსი იმდენად გავრცელდა აშშ-ში, რომ მხოლოდ სახლში დარჩენის განკარგულება საკმარისი არ იქნება.

გეითსის აზრით, თვითიზოლაცია აშშ-ის ეკონომიკაზე დამანგრევლად იმოქმედებს, თუმცა ახლა სხვა გზა არაა დარჩენილი. ის ვარაუდობს, რომ აშშ-ში კორონავირუსის დასამარცხებლად დაახლოებით,
6-დან 10 კვირამდე იქნება საჭირო.

აღსანიშნავია, რომ საუბრისას ბილ გეითსმა თავისი 20015 წლის TED Talk-ის სიტყვით გამოსვლა გაიხსენა, სადაც ის აცხადებდა, რომ თანამედროვე მსოფლიო პანდემიასთან საბრძოლველად მოუმზადებელია და ამ კუთხით ძალიან ცოტა ინვესტიცია ხორციელდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს კორონავირუსი კატასტროფა ჰგონია, მე მირჩევნია ის დავინახო,
როგორც "დიდი კორექტორი*. ვირუსი გამოგზავნილია, რათა ის მნიშვნელოვანი გაკვეთილები გაგვახსენოს, რომელიც დავივიწყეთ და ჩვენზეა დამოკიდებული, შევისწავლით თუ არა მათ".- განაცხადა მან. გაგრძელება




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები