"საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ბევრად დიდია, ვიდრე ოფიციალური მონაცემები"
"საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ბევრად დიდია, ვიდრე ოფიციალური მონაცემები"
საფრანგეთის საავადმყოფოების ფედერაციის პრეზიდენტი, ფრედერიკ ვალეტოუქსი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით იმაზე ბევრად მეტი ადამიანია დაღუპული, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები აჩვენებს.

"ჩვენ მხოლოდ საავადმყოფოებიდან მოწოდებული ინფორმაცია გვაქვს. ზრდა ოფიციალურ მონაცემებში დიდია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ რეალური მონაცემი უფრო მაღალია თუ იმას ჩავთვლით რა ხდება მოხუცებულთა თავშესაფრებში და ასევე იმას, თუ რამდენი ადამიანი კვდება სახლში",-განაცხადა ვალეტოუქსმა.

ცნობისთვის, საფრანგეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 22 304 შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 1100-ს გადააჭარბა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
დღის კითხვადი სტატიები