ბრაზილიაში აივნებიდან და ფანჯრებიდან მოსახლეობამ პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქცია გამართა - კვირის პალიტრა

ბრაზილიაში აივნებიდან და ფანჯრებიდან მოსახლეობამ პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქცია გამართა

მედიის ინფორმაციით, ბრაზილიაში, საზოგადოების ნაწილმა პრეზიდენტ ჟაირ ბლოსონაროს წინააღმდეგ აქცია აივნებიდან გამართა. სლოგანით "მოშორდი ბორსონარო!" მოსახლეობის ნაწილის აქცია აივნებიდან და ფანჯრებიდან ერთსა და იმავე დროს დაიწყო.

გავცელებულ ფოტო და ვიდეო მასალაში ჩანს, რომ დემონსტრანტები ხმაურობენ და ტაფებს, ქვაბებს და კოვზებს იყენებენ.

"ჩვენ ვეღარ ავიტანთ, რომ მსგავსი ადამიანი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს. ის პრეზიდენტი კი არა მასხარაა, რომელმაც არ იცის რას აკეთებს", -აცხადებს ერთ-ერთი დემონსტრანტი აივნიდან.

ცნობისთვის, ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონერომ კორონავირუსს "მედიის ტრიუკი" უწოდა. მისი თქმით, მედია ცდილობს მოატყუოს ლათინო ამერიკელები პანდემიის შესახებ. მისი თქმით, ზოგიერთი ქალაქის და რეგიონული მთავრობის მიერ მიღებული ზომები ისტერიაა და კორონავირუსი უბრალოდ "პატარა გრიპია".

"ინტერპრესნიუსი"