უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - კვირის პალიტრა

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. საგანგებო რეჟიმი ქვეყანაში 30 დღის მანძილზე, 24 აპრილამდე იმოქმედებს.

"ჩვენ ვაფართოვებთ კარანტინს და ვაწესებთ საგანგებო მდგომარეობას უკრაინის სახელმწიფოს მასშტაბით 30 დღის განმავლობაში",-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, დენის შიმაიჰალმა სამთავრობო შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, უკრაინაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 114 შემთხვევაა აღრიცხული.