ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 22 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმი გააუქმა
ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 22 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმი გააუქმა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რუსეთში 22 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმი კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო. ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ტელემიმართვისას განაცხადა.

როგორც რუსული მედია იტყობინება, ხმის მიცემის ახალ თარიღს სპეციალისტები განსაზღვრავენ, რომლებიც სიტუაციას შეაფასებენ და გადაწყვეტენ, თუ როდის იქნება რეფერენდუმის გამართვა უსაფრთხო.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველამ იცის „თუ რამდენად სერიოზული დამოკიდებულება აქვს მას ამომრჩევლების აზრის მიმართ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა აბსოლუტურ პრიორიტეტს მისთვის ხალხის სიცოცხლე და უსაფრთხოება
წარმოადგენს, სწორედ ამიტომაც მან რეფერენდუმის გადატანა გადაწყვიტა“. პუტინმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ამასთან, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო, პრეზიდენტმა 30 მარტიდან 5 აპრილამდე პერიოდი რუსეთში არასამუშაო კვირად გამოაცხადა.




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?