ესპანეთის ვიცე-პრემიერი კორონავირუსით დაინფიცირდა - კვირის პალიტრა

ესპანეთის ვიცე-პრემიერი კორონავირუსით დაინფიცირდა

ესპანეთის ვიცე-პრემიერი კარმენ კალვო კორონავირუსით დაინფიცირდა. ამ ინფორმაციას ესპანეთის მთავრობაში ადასტურებენ. მეორედ ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ვიცე-პრემიერი 22 მარტს რესპირატორული ინფექციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისთვის ჩატარებულმა პირველმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, მაგრამ მედიკოსებმა მაშინვე განაცხადეს, რომ ეს შედეგები საბოლოო არ იყო. კალვოს ჯანმრთელობა უმჯობესდება, რომელიც საავადმყოფოში, იზოლირებულ პალატაში მკურნალობს.

ესპანეთის მთავრობაში კორონავირუსი მთავრობის ორ წევრს - ტერიტორიული პოლიტიკის საკითხთა და თანასწორობის საკითხთა მინისტრებს დაუდგინდათ. თვითიზოლაციაში იმყოფება დედოფალი ლეტიცია. 25 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში დაინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა 48 000-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 3434 პირი.

"ინტერპრესნიუსი"