სამხრეთ კორეაში 96 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა - კვირის პალიტრა

სამხრეთ კორეაში 96 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსისგან 96 წლის ქალი განიკურნა. ეს ქვეყნის ყველაზე ხანდაზმული პაციენტია, რომელიც გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ქალი, ორი კვირის მანძილზე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. ამჯერად, ის საავადმყოფოდანაა გაწერილი და კარანტინში იმყოფება.