აშშ კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა - კვირის პალიტრა

აშშ კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შეგროვებული უახლესი მონაცემების თანახმად, აშშ-მ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო. შესაბამისად, აშშ მსოფლიოში ვირუსის 82 404 შემთხვევით პირველ ადგილზეა.ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჩინეთში ახალი კორონავირუსის 81 782 შემთხვევაა დაფიქსირებული და იტალიაში 80 589.

აშშ-ში COVID-19– ით 1100–ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"