ცნობილი რუსი მომღერალი და მისი მეუღლე კორონავირუსით დაინფიცირდნენ - კვირის პალიტრა

ცნობილი რუსი მომღერალი და მისი მეუღლე კორონავირუსით დაინფიცირდნენ

რუსული მედიის ცნობით, ცნობილი მომღერალი ლევ ლეშენკო და მისი მეუღლე ახალი კორონავირუსით დაინფიცირდნენ.

78 წლის ლევ ლეშენკომ მეუღლესთან ერთად ექიმებს მას შემდეგ მიმართა, რაც მათ თავი შეუძლოდ იგრძნეს. როგორც ცნობილია, მომღერალს, კერძო საწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ყველა საჭირო ანალიზი აუღეს და ამის შემდეგ დაუდგინეს ახალი კორონავირუსი.

თავდაპირველად მომღერალს მწვავე პნევმონია ჰქონდა. შემდეგ ის მისმა მეგობარმა, ცნობილმა იუმორისტმა ვლადიმირ ვინოკურმა მოინახულა. მისი განცხადებით მომღერალი თავს უკეთ გრძნობს.

მომღერალი საავადმყოფოში მეუღლესთან ერთად იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალური მონაცემი 1036-მდე გაიზარდა. მათ შორის უმეტესობა მოსკოვშია დაფიქსირებული. სპეციალური შტაბის ინფორმაციით, 45 ადამიანი უკვე საავადმყოფოებიდან გაწერეს.

რაც შეეხება დაღუპულებს, გუშინ კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვმა 3 შეადგინა.

(წყარო)