დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი "დაუნინგ სთრითზე" იზოლაციაში იმყოფება. მას ვირუსის მსუბუქად გამოხატული ნიშნები აქვს.

ცოტა ხნის წინ პრემიერმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის თვითიზოლაციაშია. "ბოლო 24 საათის მანძილზე მსუბუქი სიმპტომები გამომივლინდა და ტესტმა დადებითი აჩვენა. ახლა თვითიზოლაციაში ვიმყოფები, თუმცა ვაგრძელებ მუშაობას, რომ შევებრძოლოთ კორონავირუსს",-დაწერა ჯონსონმა.

ცნობისთვის, გუშინ კორონავირუსი უელსის პრინც ჩარლზსაც დაუდგინდა.