პუტინის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა - კვირის პალიტრა

პუტინის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვალდიმირ პიტინის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია რუსულ მედიასთან რუსეთი პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი ადასტურებს.

"მართლაც, კორონავირუსის შემთხვევები ადმინისტრაციაში დაფიქსირდა. ჩვენ ყველა საჭირო სანიტარულ და ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებას ვატარებთ, რათა ვირუსის შემდგომი გავრცელება არ მოხდეს", - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა დასძინა, რომ ინფიცირებულ პირს ვლადიმირ პუტინთან შეხება არ ჰქონია.

"პრეზიდენტს მასთან კონტაქტი არ ჰქონია", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა. მან ასევე აღიარა, რომ იგი ესწრებოდა წვეულებას, სადაც ცნობილი რუსი მომღერალი ლევ ლეშჩენკოც იმყოფებოდა, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა.

"კი, ვიყავი, მაგრამ ლეშჩენკო არ მინახავს. ალბათ უკვე წასული იყო. ხელი არავისთვის ჩამომირთმევია და თან ეს ორი კვირის წინ იყო", - განაცხადა პესკოვმა.

იხილეთ ასევე: ცნობილი რუსი მომღერალი და მისი მეუღლე კორონავირუსით დაინფიცირდნენ