ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს 30-ე წევრი ქვეყანა გახდა - კვირის პალიტრა

ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს 30-ე წევრი ქვეყანა გახდა

ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს 30-ე წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზეა განთავსებული.

"ჩრდილოეთ მაკედონია ამიერიდან ნატო-ს ოჯახის წევრია, ოჯახის, რომელიც 30 ერსა და თითქმის 1 მილიარდ ადამიანს აერთიანებს. ნატო არის ოჯახი, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს წინ რა დაბრკოლებაა, ჩვენ ერთად ძლიერები და დაცულები ვართ",- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

"ინტერპრესნიუსი"