იტალიაში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი განიკურნა - კვირის პალიტრა

იტალიაში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი განიკურნა

იტალიაში კორონავირუსისგან 102 წლის ქალბატონი განიკურნა, - ამის შესახებ ინფორმაციას "სი-ენ-ენი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იტალიკა გრონდონა, რომელმაც ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ გენოას ერთ-ერთ საავადმყოფოში 20 დღე გაატარა, უკვე საკუთარ სახლშია და თავს კარგად გრძნობს.

ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტი, რომელსაც მათ ზედმეტსახელად "ჰაილენდერი" უწოდეს, COVID-19-ით დაინფიციებული მოხუცებისთვის იმედის მიმცემია.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 86 498 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 9 134.

"ინტერპრესნიუსი"