თურქეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 5 698-მდე გაიზარდა - დაღუპულია 92 ადამიანი - კვირის პალიტრა

თურქეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 5 698-მდე გაიზარდა - დაღუპულია 92 ადამიანი

თურქეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 92-ს მიაღწია, - ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 2 069 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რიცხვი 5 698-მდე გაიზარდა.

მისივე თქმით, ქვეყანაში 42 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

"ინტერპრესნიუსი"