ქალაქ უხანში ორთვიანი კარანტინის შემდეგ მეტრო ამუშავდა - კვირის პალიტრა

ქალაქ უხანში ორთვიანი კარანტინის შემდეგ მეტრო ამუშავდა

ჩინეთის ქალაქ უხანში რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად ითვლება, ორთვიანი კარანტინის შემდეგ მეტრო ამუშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამ დროისათვის აღდგენილია მეტროს 184 სადგური. თითოეულ მათგანზე სპეციალური აპარატია მოწყობილი, რომელიც მოქალაქეებს ტემპერატურას უზომავს. ამასთან, მეტროს ვაგონებში აკრძალულია ერთმანეთის გვერდით ჯდომა, რასაც სპეციალური პირი აკონტროლებს.

შეგახსენებთ, ქალაქ უხანში კარანტინი 23 იანვრიდან გამოცხადდა. მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლა და ქალაქის დატოვება აკრძალული ჰქონდა.

"ინტერპრესნიუსი"