იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 889 ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 889 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შედეგად 889 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ბოლო დღე-ღამის მანძილზე იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 5974 ახალი შემთხვევა გამოვლიდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაღუპულია 10 023 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 92 472-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ვირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა 12 384 პაციენტი.

"ინტერპრესნიუსი"